Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება

2021–2022  სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრში საბაკალავრო  ნაშრომების დაცვის ვადებისა და დაცვის კომისიების დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 21–ე მუხლის მე–6 პუნქტისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2020 წლის 13 თებერვლის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საბაკალავრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“ საფუძველზე ვბრძანებ:

განისაზღვროს  2021–2022  სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრში საბაკალავრო ნაშრომების  დაცვის   განრიგი:    

შეიქმნას 2021–2022  სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრში საბაკალავრო   ნაშრომების დაცვის კომისიები  შემდეგი შემადგენლობით:

საბაკალავრო  პროგრამა ,,სოციალური მუშაობა“-  11 თებერვალი 10:00 სთ

  • სალომე ნამიჭეიშვილი - კომისიის თავმჯდომარე
  • ნინო შატბერაშვილი- მდივანი, ასოც. პროფესორი;
  • თამარ მახარაძე-ასოც. პროფესორი;
  • თენგიზ ვერულავა-ასოც. პროფესორი;
  • თინათინ ცერცვაძე-მოწვეული პედაგოგი

საბაკალავრო პროგრამა ,,საზოგადოებრივი გეოგრაფია’’-  11 თებერვალი 11:00 სთ

  • გიორგი გოგსაძე-კომისიის თავჯდომარე, პროფესორი;
  • ნინო პავლიაშვილი- მდივანი, ასოც. პროფესორი;
  • იოსებ სალუქვაძე-პროფესორი;
  • ვალერიან მელიქიძე-ასოც. პროფესორი;
  • გიორგი კვინიკაძე-ასოც. პროფესორი;

საბაკალავრო პროგრამა ,, ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია’-11 თებერვალი 12:00 სთ

  • მანანა შამილიშვილი- კომისიის თავმჯდომარე, პროფესორი;
  • ხათუნა მაისაშვილი-მდივანი, ასოც. პროფესორი;
  • მარი წერეთელი-მდივანი, ასოც. პროფესორი;
  • ნანა ტალახაძე-ასოც. პროფესორი;
  • ნინო ჭალაგანიძე-ასოც. პროფესორი;
  • ნათია კუპრაშვილი-ასოც. პროფესორი;
  • მაია ტორაძე-ასოც. პროფესორი;

საბაკალავრო პროგრამა ,,სოციოლოგია “-  15 თებერვალი 11:00 სთ

  • ამირან ბერძენიშვილი-კომისიის თავმჯდომარე, პროფესორი;
  • შორენა თურქიაშვილი -მდივანი, ასისტენტ-პროფესორი;
  • კახა ქეცბაია -ასოცირებული პროფესორი;
  • ნინო დურგლიშვილი-ასოცირებული პროფესორი;
  • ლელა გაფრინდაშვილი-ასოცირებული პროფესორი;

საბაკალავრო პროგრამა ,,პოლიტიკის მეცნიერება’’- 15 თებერვალი 11:00 სთ

  • ზვიად აბაშიძე -კომისიის თავმჯდომარე; ასოც. პროფ.
  • თამარ ქარაია-მდივანი;  ასოც. პროფესორი;
  • ალექსანდრე კუხიანიძე -პროფესორი;
  • სალომე დუნდუა-ასოც. პროფესორი;
  • გიორგი მელიქიძე-მოწვეული პედაგოგი

ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ  პირთათვის ბრძანების გაცნობა .

ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.